ყაბაყის ,,ფრი"
სწრაფი კვების საჭმელი ხომ ყველაფერი გემირელია? განსაკუთრებით კარტოფილი ,,ფრი", მაგრამ ჩვენ უკვე დიდი ხანია წარსულს ჩავაბარეთ ე.წ. ,,ჯანქ ფუდი" და ჯანსაღი ავირჩიეთ. იცით, რა მარტივია კარტოფილის - ყაბაყით ჩანაცვლება და ყველანაირი ნერვიულობის გარეშე მისი მირთმევა. სწრაფად წასახემსებელი ყაბაყის ,,ფრი" უცებ გაქრება თქვენი თეფშიდან.
ინგრედიენტები
მომზადება
დაჭერით ყაბაყი გრძელ ნაჭრებად, სათითაოდ ამოავლეთ კვერცხში და გახეხილ ყველში. მოაყარეთ პილპილი და მარილი გემოვნებით. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე, მოასხით თუნუქის საცხობ ფირფიტას კანოლას სპრეი ზეთი და დაალაგეთ ყაბაყის ნაჭრები. დაახლოებით 15 წუთში გადაატრიალეთ ყაბაყი მეორე მხარეს, რომ ყველა გვერდი კარგად მოიბრაწოს. ამ მარტივი და უგემრიელესი წასახემსებლის მომზადებისთვის 25-30 წუთი დაგჭირდებათ.